Samsung galaxy Note 7-ის შემდეგ ტექნიკის მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა 3 მილიონამდე სარეცხის მანქანა გაყიდვიდან ამოიღო. მიზეზი ამჯერადაც იგივეა - ტექნიკა ფეთქებადსაშიშია.
სარეცხი მანქანები კომპანიამ ამერიკის ბაზრიდან ამოიღო. ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, სარეცხი მანქანები შესაძლოა მოულოდნელად აფეთქდეს და მომხმარებელს ზიანი მიაყენოს.
საუბარია სარეცხის მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2011 წლის მარტიდან 2016 წლის ნოემბრის შუალედში და არა წინა მხრიდან, არამედ ზედა მხრიდან იტვირთება.
სარეცხის მანქანის აფეთქების გამო Samsung-მა 9 ანგარიში მიიღო, რომლებშიც ნათქვამია, რომ ტექნიკის აფეთქებამ რიგ შემთხვევებში გამოიწვია ყბის მოტეხვა, მხარის და სხვა სხვა ტიპის დაზიანებები.

























