მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 2017 წელს 33.3 მლნ ლარი გაიხარჯა

5c065b6b5e586
ბექა ბაციკაძე
04.12.18 15:00
1006
2017 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდმა 33 მილიონ 354 972 ლარი დახარჯა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, 2017 წელს ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 45 250 000 ლარი იყო.

ყველაზე კარგად კლუბებმა საბაზო დაფინანსების ნაწილი აითვისეს.

კერძოდ, 24 მლნ ლარიდან ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბებს 23 მილიონ 845 534 ლარი გადაურიცხა.

ყველაზე დაბალი ათვისება ქართულ კლუბებს ფინანსური სტიმულირების ნაწილში აქვთ; კერძოდ, 9 მლნ ლარიდან მათ მხოლოდ 3 მილიონ 316 ათას 337 ლარის ათვისება მოახერხეს.

კლუბების ფინანსურ სტუმულირების ნაწილი გულისხმობს შემდეგს: მაგალითად, თუ კერძო სექტორიდან 300 000-ლარიანი დაფინასების მოძიებას მოახერხებს კლუბი, ფონდი ანალოგიურ თანხას უმატებს.

2017 წელს სტიმულირების ზედა ზღვარი ეროვნულ ლიგაში - 600,000 ლარი იყო, ეროვნულ ლიგა-2-ში - 400,000 ლარი, ლიგა-3-ში კი - 100,000 ლარი.
ცნობისთვის: ფეხბურთის განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა.

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 2016-2020 წლებში 265 700 000 ლარია.

პროგრამის მიზნებს შორისაა: საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები