უძრავი ქონების ოსკარების დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონია საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. უძრავი ქონების 50-მდე ლიდერი კომპანია გასულ თვეში 2024 წლის პირველი შეხვედრის ფარგლებში Schuchmann Wines Chateau-ში შეიკრიბა. FIABCI- Georgia-ს წევრებმა სექტორში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის მენეჯმენტის განცხადებით, 2024 წლის მთავარი მოვლენა სექტემბერში დაგეგმილი უძრავი ქონების ოსკარებია.
FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტის, ნუცა აბრამიშვილის თქმით, FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის დაჯილდოება საგრძნობლად გაზრდის ქართული უძრავი ქონების ცნობადობას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრებზე.
გასული წლის მნიშვნელოვანი წარმატება მაიამიში ყველას გვახსოვს, რა იქნება წელს?
სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად