მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIBA-მ 2029 წლის ევრობასკეტის მასპინძელი 4 ქვეყანა დაასახელა

ევრობასკეტი 2029

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაცია FIBA-მ დაასახელა ის 4 ქვეყანა, რომელიც მომდევნო ევრობასკეტს უმასპინძლებს.

ყველაზე დიდი სარგებელი ესპანეთმა და კონკრეტულად ქალაქ მადრიდმა მიიღო, რომელიც ჯგუფურ ეტაპთან ერთად პლეი ოფის მატჩებსაც მიიღებს, ხოლო მხოლოდ ჯგუფური ეტაპი ჩატარდება ათენში (საბერძნეთი), ტალინში (ესტონეთი) და ლუბლიანაში (სლოვენია).

ცნობილია, რომ მასპინძლობაზე განაცხადები დროზე ადრე გაიტანეს ბრატისლავამ (სლოვაკეთი), ტამპერემმა (ფინეთი) და მიუნხენმა (გერმანია), ხოლო კაუნასი (ლიეტუვა) და როტერდამი (ნიდერლანდები) კი, რჩეულთა შორის ფიბას გადაწყვეტილებით ვერ მოხვდნენ.

ცნობისთვის, ესპანეთს ევრობასკეტის მიღების პატივი მეოთხედ ერგო, საბერძნეთში ტურნირი მესამედ ჩატარდება, სლოვენიაში - მეორედ, ესტონეთი კი ამ მხრივ დებიუტანტია.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევრობასკეტის მასპინძლები პოლონეთი, ლატვია, ფინეთი და კვიპროსი არიან, ტურნირი კი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები