მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIBA-ს განცხადებით, NBA-ის ევროპული ლიგის გაშვებისთვის 2027 წლის ოქტომბერი რეალური თარიღია

NBA FIBA

FIBA-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლიმ განაცხადა, რომ არანაირი ეჭვი არ აქვს NBA-ს ახალი, ევროპის ბაზარზე შექმნილი ლიგის გაშვებაზე და აღნიშნა, რომ 2027 წლის ოქტომბერი სტარტისთვის “რეალისტური სამიზნეა“.

“ეს იდეალური გზაა დოჰაში ფარდა ჩამოვუშვათ საოცარი თავდაჯერებით, რომელიც FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატმა მოგვცა, და დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც ევროპული საკლუბო კალათბურთის ლანდშაფტს პოზიტიურად ჩამოაყალიბებს,“ - თქვა ზაგკლიმ.

ზაგკლი უხელმძღვანელებს ოთხწლედურ მსოფლიო ჩემპიონატს კატარში, რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება. ერთი თვის შემდეგ FIBA, საერთაშორისო კალათბურთის მმართველი ორგანო, და NBA ამუშავებენ ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირს, რომელზედაც სილვერი წლების განმავლობაში მუშაობდა. ლიგა მიზნად ისახავს უზარმაზარი კორპორაციული ინვესტიციების მოზიდვას ევროპის მთავარ ქალაქებში არსებულ და ახალ კლუბებში.

შეგახსენებთ, გასულ თვეში NBA-ს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ოფისების დირექტორმა გიორგი აივაზოღლუმ დაასახელა ქალაქები, სადაც 12 საკვანძო წევრი კლუბი შეიძლება განთავსდეს. ესენია: ლონდონი, პარიზი, რომი, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ბარსელონა, მადრიდი, ათენი, სტამბოლი, მანჩესტერი და ლიონი.

ამ ქალაქებში ან მის მეზობლად მოქმედებს ევროლიგის 10 კლუბი კონტინენტის უმაღლეს ლიგაში, რაც ზაგკლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი ამოცანაა შეამციროს ევროპის პროფესიული კალათბურთის არეული სტრუქტურა, შექმნას ერთიანობა და უზრუნველყოს, რომ კლუბებს, რომლებიც ევროლიგაში ვერ მოხვდებიან, მაინც ჰქონდეთ ფინანსური მდგრადობა და კონკურენციის შესაძლებლობა.

ზაგკლიმ ასევე განმარტა, რომ NBA Europe არ იქნება 30-გუნდიანი, 82-თამაშიანი სეზონის მოდელი. ევროპული მოდელი გულისხმობს შიდა ეროვნულ ლიგებში თამაშს იმ პირობით, რომ წარმატებული კლუბები მიიღებენ წვდომას საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატებში.

ახლანდელ მოდელში ევროლიგას 20 გუნდი ჰყავს, თუმცა 13 ლიცენზიის მფლობელია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ევროლიგაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, თუ როგორ თამაშობენ თავიანთ ეროვნულ ლიგებში. ევროპული კლუბების 90% ევროლიგაში მოხვედრის შანსს საერთოდ არ ფლობს, ხოლო ევროლიგის კლუბების დაახლოებით ორი მესამედი ზარალზე მუშაობს.

ზაგკლიმ აღნიშნა, რომ ევროპული კალათბურთი ზარალდება, რადგან ძალიან ბევრ კლუბს აღარ აქვს იმედი, რომ შეუძლია იბრძოლოს უმაღლესი მიზნებისთვის. NBA-ს ახალი ლიგა 14–16 კლუბით დაიწყება, ხოლო ვაილდ-ქარდების რაოდენობის გაზრდით, მეტი კლუბი მიიღებს შანსს.

მან აღნიშნა, რომ FIBA იქნება „უკანასკნელი“, ვინც ევროლიგის მფლობელებსა და NBA-ს შორის ერთიან ფორმატს შეათანხმებს, თუმცა ევროლიგამ NBA-ს გაერთიანების შეთავაზება 2024 წელს უარყო. შეთანხმების გარეშე, ორი მხარე პირდაპირ კონკურენციაში შევა - NBA-ს ბევრად მეტი ფინანსური და ბრენდინგ ძალა აქვს.

შეგახსენებთ, რომ NBA 2026 წლის იანვარში ევროპაში გამართავს ორ მატჩს - “მემფის გრიზლსი” vs “ორლანდო მეჯიქი” ბერლინში 15 იანვარს და ლონდონში 18 იანვარს. შეხვედრები NBA-ს, FIBA-ს, მომავალი ინვესტორებისა და არსებული კლუბების წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება, რადგან ახალი ლიგის ფორმირება აქტიურ ფაზაში შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები