როგორია ინფრასტრუქტურულ პროექტებში დონორების კონტრიბუცია და როგორი საკონტრაქტო პირობებით რეგულირდება ამ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობები? რამდენად იყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები ე.წ ფიდიკის კონტრაქტებს და რა გამოწვევებს აწყდებიან მიმწოდებლები ამ პროცესებში? საკითხზე დღეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამშენებლო ფორუმი გაიმართა, სადაც მათ შორის იყო მსჯელობა თუ როგორ შეიძლება ქართული სამართლის სისტემაში აღნიშნული კონტრაქტების ინტეგრირება მოხდეს. დღევანდელ ფორუმს როგორც მსხვილი ქართული შემსყიდველი ორგანიზაციები და ბიზნესები ისე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბიზნესი თვლის, რომ აღნიშნული კონტრაქტები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული.