მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დააანონსა

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის სატრანსფერო ფანჯარა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საბჭომ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტი დაამტკიცა, რომელთა დანიშნულებაც ტექნიკური საკითხების მოგვარებაა. მათ ვალდებულებაში შედის შიდა ჩემპიონატთან დაკავშირებული განრიგებისა და რეგისტრაციის პერიოდთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

ევროპის ჩემპიონატების უმრავლეს ნაწილში საზაფხულო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს იხურება. ახალი წესის თანახმად განახლებულ ტურნირში მონაწილე კლუბებისთვის ფანჯარა 1 ივნისიდან 10 ივნისამდე იქნება გახსნილი. ამ გადაწყვეტილების ინიციატორები კი FIFA-ს ასოციაციის წევრები არიან.

მას შემდეგ, რაც გუნდების განაცხადების წარდგენას ვადა გაუვა, საკლუბო მუნდიალის მონაწილე კლუბები მოთამაშეების შეცვლას 27 ივნისიდან 3 ივლისამდე ვადებში შეძლებენ. ამის გამომწვევი მიზეზი კი კონტრაქტების ვადაა, რომელიც ფეხბურთელების უმრავლესობას 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. ჩანაცვლების შესაძლებლობა გაჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ გუნდისთვის იმ მომენტში “ტრადიციული" სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები