მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiji Airways-ი თანამშრომელთა 51%-ის გათავისუფლებას აპირებს

5ecb869da590c
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.20 21:40
845
ავიაკომპანია Fiji Airways-ი აცხადებს, რომ კომპანია თანამშრომლების 51%-ის შემცირებას გეგმავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დაღმასვლის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ გახანგრძლივებულმა ფრენების გაჩერებამ ავიაკომპანიები ძალიან დააზარალა და შესაბამისად, დიდი სეგმენტისთვის სამუშაო ადგილები აღარ გვაქვს და არც ახლო მომავალში ჩანს პერსპექტივა“, – განაცხადა Fiji Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე ვილოჟემ.

ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემცირება შეეხება 758 თანამშრომელს, 78 მფრინავს და ასევე 8 აღმასრულებელ დირექტორს.

ამასთან, თანამშრომლების იმ ნაწილს, რომლებიც სამსახურში დარჩებიან 1 ივნისიდან, ხელფასები 20%-ით შეუმცირდებათ.

ვილოჟეს განცხადებით, ეს ნაბიჯები ავიაკომპანიას გადარჩენაში დაეხმარება.

Fiji Airways-ი ფიჯის კუნძულებიდან ოპერირებს 13 ქვეყანაში და 23 ქალაქში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში, ჰონკ-კონგსა და სინგაპურში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები