მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას 85 000 ლარი დასჭირდება

64253b9d7ad9a
ანუკა ჯოხაძე
30.03.23 11:45
751
შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზმა გამარტივებული შესყიდვის განახორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომელზეც თანხმობა უკვე მიიღო.

როგორც სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვენებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის 19 მარტს ღამის პირველ საათზე, 0,4 კვ-ის გამანაწილებელ მოწყობილობაში კაბელებში მომხდარი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ.

მათი განმარტებით, ხანძრის შედეგად დაზიანდა და შემდგომში ექსპლუატაციისათვის უვარგისი გახდა როგორც შიდა, ასევე გარე მომხმარებლების 0,4 კვ-ის კაბელები, მეორადი კომუტაციის და აღრიცხვის სისტემის კაბელები, ავტომატები და ძალოვანი ამომრთველები.

შესაბამისად, საკონცერტო დარბაზის ადმიისტრაციის განცხადებით, დაზიანებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც გადაუდებელ აღდგენას საჭიროებს.

ფილარმონიის ადმინისტრაციის მხრიდან ატვირთული მიმართვიდან ირკვევა, რომ გაჩენილი ხანძრის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს, შესაბამისად, პარალიზებულია სამუშაო პროცესი. ამასთან, 2023 წლის 1 აპრილიდან საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც ვერ ჩატარდება სამუშაოების განხორციელების გარეშე. ცნობისთვის, 1, 2 და 3 აპრილს ფილარმონიაში "სუხიშვილების" კონცერტებია დაგეგმილი.

ჯამში სამუშაოების განხოცირელებას 85 128 ლარი სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები