მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

5a8bdb608eeb0
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 12:17
1899
თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინიგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მერიის გადაწყვეტილებით რუსთაველზე 180 ადგილიანი პარკინგი მოეწყობა, რომლის 5%-იც ელექტრომობილებს დაეთმობა. კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკინგს მოაწყობს, ელექტრომობილების შესაბამისი რაოდენობის დამტენებიც უნდა დაამონტაჟოს.

ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის გათვლით გამარჯვებულ კერძო კომპანიას 3 მილიონი ლარის ინვესტირება მოუწევს.

„თბილისის მასშტაბით 10 ლოკაცია უკვე შერჩეულია. ეს არის პირველი პროექტი, შემდეგში ჩვენ წარმოვადგენთ სხვა პროექტებს. ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე, უნდა ჩატარდეს კვლევა და კვლევის შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ პარკინგის პრობლემის მოგვარება“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები