მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიალში ხანძრის შედეგად დიდი ზარალი მოგვადგა – „რიკო კრედიტი“

61e9080adbca0
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.22 11:10
22939
"ფილიალში ხანძრის შედეგად დიდი ზარალი მოგვადგა" – ამის შესახებ BM.GE-ის "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა უთხრა.

მისი ინფორმაციით, დღეს, დილის 08:00 საათისთვის დიღმის მასივში, ევგენი მიქელაძის ქუჩაზე ხანძარი თავდაპირველად „ფარმადეპოს“ აფთიაქში გაჩნდა, ხოლო შემდეგ „რიკო კრედიტის“ ფილიალზეც გავრცელდა. ლაშა ნიკოლაიშვილი ზარალის ზუსტ მოცულობას ვერ ასახელებს. ამასთან ის აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი „რიკო კრედიტის“ 24-საათიან ფილიალზე დაახლოებით დილის 8 საათზე გავრცელდა. საბედნიეროდ, შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სალარო სრულად კაფსულაშია მოთავსებული. ხანძარმა მხოლოდ კაპსულის გარე ფართობი დააზიანა და სერიოზული ზარალი მოგვადგა, იმის მიუხედავად, რომ სახანძრო ბრიგადა გამოძახებიდან ადგილზე მალევე მოვიდა და ხანძრის ლიკვიდირება შეძლო“, - განმარტა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

„რიკო კრედიტის“ ფილიალში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა Facebook-ის პირად გვერდზე დაახლეობით 1 საათის წინ გაავრცელა: „მშვიდობაა, "რიკოს" სტანდარტების კაპსულამ შიდა სივრცე და ყველა კლიენტის ნივთი გადაარჩინა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები