კომპანია „თეთრი კვადრატის“ პრემიალური ხაზის პროექტი „ფილიგრინი“ გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი, რომლის კეთილმოწყობისთვის კომპანიამ 10 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, 80 ბინას, კომერციულ და საოფისე სივრცეებს და 2 000 კვ.მ. გამწვანებულ რეკრეაციულ ზონას აერთიანებს.