მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა CEO Investor Forum 2023-ზე კომპანიის გეგმები წარადგინა

ფილიპ მორის
17.11.23 15:00
125

14 ნოემბერს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის აღმასრულებელი დირექტორი, იაცეკ ოლზაკი ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე - “აღმასრულებელი დირექტორები კორპორატიული მიზნებისთვის” (CECP) მონაწილეობდა. მან აუდიტორიას მდგრადი განვითარების მიმართულებით, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის სტრატეგია, განხორციელებული პროექტები და პროგრესი გააცნო. ღონირძიება CEO Investor Forum-ის ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლის დროს, იაცეკ ოლზაკმა ისაუბრა კომპანიის გრძელვადიან სამოქმედო გეგმბზე, მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მისი შესრულების საზომებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფილიპ მორის ინთერნეიშენალის ბიზნესის ტრანსფორმაციის პროგრესს. მათ შორის, შემცირებული ზიანის მქონე, მეცნიერულად დადასტურებულ მოწყობილობებსა და მათი განვითარებისთვის კომპანიის რესურსების მიმართვას.

ამასთან, იაცეკ ოლზაკმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის სტრატეგიასა და ინიციატივებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებების პრევენციისკენ არის მიმართული - მათ შორის: ნახშირბადის ემისიის შემცირების გეგმასა და ზოგადად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაზე.

“მეცნიერება გვეუბნება, რომ კლიმატის ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია, ის ასევე გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, ვიმოქმედოთ. ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ეკონომიკაზე გადასვლა საზოგადოების კრიტიკული ასპექტების ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს, იქნება ეს თუ რა მეთოდებით ვზრდით საკვებ კულტურას, ვიყენებთ მიწას, ვახდენთ საქონლის ტრანსპორტირებას და ვაძლიერებთ ბიზნესს. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ვიპოვოთ გზა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს საერთო მიზნისკენ სწრაფვაში გააერთიანებს და ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის აღმასრულებელი დირექტორი.

ფილიპ მორისი განაგრძობს ტრანსფორმაციას. კომპანიის ძირეულ ღირებულებას კლიმატის ცვლილების რისკების პრევენცია, მდგრადი განვითარება და დაბალი ნახშირბადის შემცველი მომავლის პოტენციალის ათვისებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ახდენს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ნახშირბადის შემცირებისკენ მიმართული გეგმის განხორციელებას მისი წარმოების ჯაჭვის ყოველ საფეხურზე. პირდაპირი ემისიების ჭრილში (1+2-ის ფარგლებში), PMI მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადის ნულოვან დონეს - თავდაპირველად დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, - ხოლო, მთელი ღირებულებითი ჯაჭვის ჭრილში კი (1+2+3-ის ფარგლებში) 2040 წლისთვის - თავდაპირველად დაგეგმილზე 10 წლით ადრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები