მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფილიპ მორისის" სიგარეტების დისტრიბუციას "GDMCo" განახორციელებს

571509827363c
BM.GE
18.04.16 20:20
6734
"ფილიპ მორისის" სიგარეტების დისტრიბუციას "ომეგა ჯგუფის" ნაცვლად კომპანია "ჯი-დი ალკოს" პარტნიორი შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია "GDMCo" განახორციელებს.  როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, პროდუქციის სარეალიზაციო პუნქტებში შეტანა უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში "მალბორო“ "პარლამენტი" და სხვა ბრენდის სიგარეტები ყველა ქსელში გამოჩნდება. პროდუქციის ფასი იგივე დარჩება.
 
შეგახსენებთ, რომ "ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტების დისტრიბუცია საქართველოში იანვრის დასაწყისიდან შეწყდა, რის მიზეზადაც კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში არსებული სასამართლო დავას ასახელებდნენ.

"ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, სასამართლო დავა არ დასრულებულა და "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები