ფილმ „ჯოკერის“ შემოსავლებმა ოქტომბრის და ნოემბრის თვეში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ანალიტიკოსები აღნიშნულ ფაქტს ნოემბრის დაგვიანებულ პრემიერებსაც უკავშირებენ, მათ შორის არის ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმი (No Time to Die), რომელიც ეკრანებს 2020-იდან იხილავს.
სამაგიეროდ, „ჯოკერისთვის“ კონკურენციის გაწევა ტერმინატორმა (Dark Fate) გადაწყვიტა, რომელიც ეკრანზე ოქტომბრის ბოლოს გამოვიდა, ხოლო ფილმის ბიუჯეტი 160-200 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია.
ასევე „ჯოკერს“ ჯეროვანი კონკურენცია გაუწია ფილმმა „ქალმა საოცრებამ“ (Wonder Woman ), რომელმაც 412.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ადგილობრივი ბაზრიდან, ხოლო მსოფლიო ბაზრიდან - 821 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება “ჯოკერის“ შემოსავლებს, ის უკონკურენტოდ რჩება მოცემული მომენტისთვის. ფილმმა 322 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ადგილობრივი ბაზრიდან, ხოლო 696 მილიონი დოლარი - მსოფლიო ბაზრიდან.
წყარო: Forbes.ge

























