მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Financial Times: სანტორინიზე სახლების ფასი ეცემა

5f0f2ed94bb78
მარიამ ადამია
15.07.20 22:40
997
ტურისტები ნელ-ნელა საბერძნეთის ყველაზე ხშირად მონახულებად კუნძულს სანტორინს უბრუნდებიან. თითქოს ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში დგება. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად 2018 წლის მაჩვენებლები განმეორდება უახლოეს პერიოდში, როდესაც კურორტზე ვიზიტორებმა 2 მილიონს გადააჭარბებს, თუმცა შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სულ უფრო იმატებს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა ტერიტორიაზე.

ბუნებრივია, ტურიზმის სექტორი, ისევე როგორც ყველგან, აქაც ითვლის ზარალს, ამიტომაც ყიდიან სახლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო და თან არც თუ ისე ცუდი.

როგორც Financial Times-ი წერს, კურორტის მიმართ გაზრდილი დაინტერესების შედეგად სანტორინიზე სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა ბინას და შემდეგ აქირავებდა. ამის საჭიროებაც რეალურად იდგა ბაზარზე მზარდი ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე და შედეგად გასული წლის ივლისში მხოლოდ Airbnb-ის პლატფორმაზე 4 180 ბინა იყო დარეგისტრირებული, რაც მაგალითად 2016 წელთან შედარებით 180%-ით არის მომატებული. პანდემიის ფონზე კი, ეს ადამიანები, რომლებიც ერთბაშად 4-5 ბინას ან კიდევ მეტს ფლობენ და აქირავებენ, ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დღევანდელი შეფასებით, ჯავშნების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 66%-ით არის შემცირებული, ამას ემატება მოკლე ტურისტული სეზონი, მკვეთრად შემცირებული ფასი ქირაზე და ის ფაქტი, რომ უმეტესად კუნძული წელს ბერძენ ვიზიტორებს ელის ან ზოგადად მათ, ვინც საბერძნეთში ცხოვრობს. ამის ფონზე მასპინძლები იძულებულები გახდნენ დახურონ სასტუმრო-სახლები და მათი ნაწილი გაყიდვასაც გეგმავს.

ასე რომ, ვისაც ულამაზეს კუნძულზე სახლის ყიდვა სურს, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა, რადგან ფასები ამ შემთხვევაშიც თითქმის ორჯერ არის შემცირებული. მაგალითად პრესტიჟულ ადგილას, 50 კვადრატული მეტრი სახლის ფასი 600 000 ევროა, ხოლო 2 კილომეტრის მოშორებით ანალოგიური ფართის შეძენა მსურველებს 200 000 ევროდაც შეუძლიათ. 2-ოთახიანი აგარაკის შეძენა სანტორინიზე პოსტპანდემიურ ვითარებაში 350 000 ევროდ არის ხელმისაწვდომი ხოლო თუკი უფრო ძვირად ღირებულს ეძებთ, ხუთ-ოთახიანი ვილის შეძენა თავისი აუზით, 2 000 კვადრატული მეტრის ეზოთი და მოწყობილი ინტერიერ-ექსტერიერით, მილიონ ევროდ შეგიძლიათ.