მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Financial Times წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლებს ასახელებს

58b5802c82aed
BM.GE
28.02.17 18:00
2258
Financial Times ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგებს, თუ სად არის ყველაზე კარგი ბიზნეს სკოლები და მაგისტრის ხარისხის მიღება.
Financial რეიტინგის შესადგენად იღებს ინფორმაციას თავად ბიზნეს სკოლებიდან, ასევე იკვლევს როგორია ამ ბიზნეს სკოლებში კურსდამთავრებულთა ანაზღაურება, როგორი იყო მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ანაზღაურების ზრდის ტემპი და ა.შ.

ყველა ამ მონაცემის შემდეგ გამოცემა ადგენს ერთიანი სისტემით 100 საუკეთესო ბიზნეს სკოლის რეიტინგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2017 წელსაც ამერიკის ბიზნეს სკოლები ლიდერ პოზიციებს არ თმობენ.

კონკრეტულ ბიზნეს სკოლაში მიღებული განათლების შემდეგ ანაზღაურების ცვლილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რეიტინგში, მაგრამ არა ცენტრალური, - აღნიშნავენ მისი შემდგენელები. მაგალითად, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე მყოფი ევრიპის ერთ-ერთი ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები როგორც აღმოჩნდა ყველაზე მოცულობით ანაზღაურებას იღებენ გაწეული სამუშაოსთვის.

რეიტინგში პირველი პოზიცია უკავია საფრანგეთსა და სინგაპურის ბიზნეს სკოლას Indead-ს და მას ეს პოზიცია ზედისედ მეორე წელია ამ რეიტინგში მყარად უკავია.
მეორე ადგილზეა სტენფორდის ბიზნეს სკოლა, რომლის კურსდამთავრებულების საშუალო ხელფასიც 195 322 დოლარია.

მესამე ადგილი უკავია პენსილვანიის უნივერსიტეტს, მისი კურსდამთავრებულების საშუალო ანაზღაურება 181 634 დოლარია. აღნიშნულმა ბიზნეს სკოლამ შარშანდელთან შედარებით პოზიციები ერთი ნაბიჯით გაიუმჯობესა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა ჰარვარდის ბიზნეს სკოლა რაც 2 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.

მეხუთე პოზიციაზე კემრიჯის უნივერსიტეტი მოხვდა. ათეულში შედიან ლონდონის ბიზნეს სკოლა, კოლუმბიის ბიზნეს სკოლა, ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები