ფინანსისტ ნიკა შურღაიას, რომელიც პოლიციამ 22 ოქტომბერს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავა, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ოქტომბერს „გზის გადაკეტვისა“ ბრალდებით დაკავებული 17 პირის საქმე განიხილა და პატიმრობა 11 მათგანს შეუფარდა. დანარჩენი ექვსის სასამართლო სხდომები გადაიდო. აღსანიშნია, რომ 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს.




























