პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანის კანდიდატი დაასახელა. ივანე მაჭავარიანს ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ივანე მაჭავარიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ( 1991-1996 წლები) ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი კორპორატიული ფინანსების განხრით. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 1997 წლიდან მუშაობდა "თელია სონერას" ჯგუფში შემავალ კომპანია "ჯეოსელში". სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობდას. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

























