მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

5cc8393777c03
თელარა გელანტია
30.04.19 16:10
575
1-5 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ სკოტ დოუსონთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ვერნერ ლიპახთან.

ფინანსთა მინისტრი, ასევე, დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიას.
შედგება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან/მმართველებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამ დროიდან ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამა.

დღეის მდგომარეობით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები