მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი Bitfury-ზე კომენტარს აკეთებს

5a5870ea20e28
თელარა გელანტია
12.01.18 12:23
1030
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - ასე უპასუხა ბახტაძემ Bitfury-თან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.

"გუშინ გავეცანი მედიაში ამ კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმატიული იყო. ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ იმას, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც აქვს მიკუთვნებული თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სრულდებოდეს. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, როდესაც 5 დეკემბერს, როდესაც ევროკავშირის მინისტრები შეიკრიბნენ, მოხდა ე.წ. სიის გამოქვეყნება, სადაც საქართველომ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა და გაუსწრო ძალიან განვითარებულ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს მიეცათ დრო, ე.წ. დეოფშორიზაციის პოლიტიკის კუთხით კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რომელიც დღეს მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვას - "აკმაყოფილებს თუ არა გლდანის თავისუფალი ეკონომიკური ზონა თიზ-ის ყველა კრიტერიუმს", მინისტრმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, მთავრობა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას სასათბურე პირობებს მოსახლეობის ხარჯზე უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები