ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი თვეების ეკონომიკური ზრდის მონაცემები აჩვენებს, რომ "საკმაოდ კარგად მივდივართ". ამის შესახებ ქუმსიშვილმა სასტუმრო "ბილთმორში" "საქართველოს ბიზნესაასოციაციასთან" შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა.
„4,4% გამოვიდა თებერვლის მაჩვენებელი, 2 თვის მაჩვენებელი გამოვიდა 4,8% - ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ 4%-იანი ზრდით გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდვართ. მე მაქსვ შესაძლებლობა, ყოველდღიურად თვალი ვადევნო, მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წინასწარი შეფასებით მარტის თვეში კარგად არის ექსპორტის ზრდა, ეს გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მაჩენებლები შესრულდება წარმატებით“,- დიმიტრი ქუმსიშვილმა.

























