მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი "გახარიას წერილზე": შემდეგ დაიწყო ეს მასკარადი...

5c80f55fda004
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.19 14:44
905

"ყველამ იზრუნა ბანკის რეპუტაციაზე, მათ შორის ბატონმა ხაზარაძემაც, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ეს მასკარადი, აქ ვეღარ ვხედავ ბანკის რეპუტაციაზე ზრუნვას"- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.

მინისტრის თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებლების მხრიდან ე.წ. მუქარის წერილის ხსენების შემდეგ პროცესი გროტესკული გახდა. 

მისი შეფასებით, ე.წ. მუქარის წერილი, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა და რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შს მინისტრისგან მიიღო, კომიკურია.

“როდესაც ეროვნული ბანკის მოქმედებების შედეგად თიბისიმ გადაიხადა თანხა, მოხდა სამეთავლყურეო საბჭოდან დამფუძნებლების გაწვევა. მე მეგონა ინციდენტი ამოწურულია, ბანკის რეპუტაციას საფრთხე არ ემუქრება.

ამის მერე იწყება ამ საკითხის პოლიტიზირება და საფუძვლად მოდის ეს წერილი, რომელიც არის თავისთავად კომიკური და არ ყოფნის იმ ამბავს, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში სამართლებრივიდან”,- აცხადებს მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები