მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას - გიგლა მიქაუტაძე

5e4ec1ea2b5ba
BM.GE
20.02.20 22:12
950
ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"დღეს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ აღიარა ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდის ზრდა. მეტიც, მან მოგვიწოდა, შევეგუოთ ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია. უკვე ნათელია, რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი უწყებების მხრიდან, არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ის ატარებს ფორმალურ ხასიათს. როგორც ჩანს, ამ არალეგალურ ბიზნესში ჩინოვნიკების პირადი ინტერესებიც მაღალია. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში ღიად, დღის შუქზე ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილი კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მასშტაბების ზრდაც.
გარდა ამისა, მსურს, ბატონ მაჭავარიანს შევახსენო, რომ ის არის მინისტრი, რომელიც წელს უპრეცედენტო შიდა ვალს იღებს 1 200 000 000 ლარის ოდენობით და ვალდებულია, საზოგადოებას განუმარტოს ვალის ასეთი ზრდის მასშტაბი, თანაც საარჩევნო წელს.

მან ასევე დიდი დრო დაუთმო გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებზე ტრაბახს, რაშიც, სინამდვილეში, ლომის წილი აქვს არა მაღალ ეკონომიკურ ზრდას, არამედ მაღალ ინფლაციას, რომელმაც 2019 წელს, სამიზნე 3%-ის ნაცვლად 7% შეადგინა და რამაც გააღარიბა ქვეყნის მოსახლეობა’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები