ფინანსთა მინისტრის ნოდარი ხადურის განცხადებით, ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

























