მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა

5b929d70370fe
BM.GE
07.09.18 19:44
729
ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი. პერიოდულად რყევები შეიძლება იყოს, თუმცა ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. არსებობს ასევე გარე ფაქტორები, რომელთა მიმართაც ჩვენ ჯერ კიდევ მოწყვლადი ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს. დოლართან ლარის კურსის მერყეობა ეკონომიკის მდგომარეობას სრულად არ ასახავს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები