მამუკა ხაზარაძეს შეხვედრის მცდელობა არ ჰქონია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მასთან შეხვედრის სურვილი არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს.
"მამუკა ხაზარაძეს შეხვედრის მცდელობა არ ჰქონია, თუმცა Dentons-ის დასკვნა გამოგვიგზავნა. მე ვუპასუხე, რომ გავეცანი ამას", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია ანაკლიის პორტის პროექტისა და „თიბისის“ საქმის დაკავშირება და „ოდნავ საქმეში ჩახედული ადამიანი ამას მიხვდება“.
„სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში“, - განაცხადა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

























