მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი "ომეგას" საქმეზე: ზუსტად ვიცოდით, რომ გვწერდნენ

5bfc0a4302968
თელარა გელანტია
26.11.18 18:58
950
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, 'ომეგა ჯგუფის' წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ, რომ სანქცია-საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია. ამის შესახებ მაჭავარიანმა 'ომეგა ჯგუფის' საქმეზე გავრცელებული მორიგი, ფარული ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

'გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ და აბდა-უბდად, ამას გარდა, ასევე გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს. ჩანაწერიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ ვიყავით კონსტრუქციული. ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს. ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც ისინი მოვიდნენ. ყიველთვიურად საგადასახადო შეთანხმებას რამდენიმე კომპანიასთან ვაფორმებთ, სადაც როგორც წესი, საურავებს ვპატიობთ და ზოგ შემთხვევაში ძირსაც კი ვუმცირებთ.

მიუხედავად ამდენი სიბინძურის და ტყულისა, მაინც შევხვდით, ზუსტად ვიცოდით, რომ გვწერდნენ, მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ვეუბნებოდით, რომ სანქცია-საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია. ძირზეც შეიძლება ვესაუბრობთ, მაგრამ არა იმ დოზით და იმ დონით, რომ 50 მლნ ლარიდან 40 მლნ მაჩუქე და 10 მლნ დამიტოვე. ამიტომ წადით, გადახედეთ და ხელახლა მობრძანდით.

ვერ დამისახელებთ, ვერცერთ კომპანიას, რომელსაც საგადასახადო შეთანხმებას ვუფორმებთ და ვეუბნებოდით ციფრებს. როდესაც მიგვაჩნია, რომ არაა საკმარისი, ვეუბნებით, წადით, გადახედეთ წინადადებას და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ მობრუნებულან უფრო კარგი შეთავაზებით ბიუჯეტისთვის და მერე დავთანხმებულვართ. მაგრამ ჩვენ არ ვეუბნებით რამდენი უნდა გაპატიოთ და ა.შ. თუმცა ჩვენ ვეუბნებით, რომ აი, ეს მიუღებელია და სწორედ ამას ვცდილობდი, რომ 'ომეგასთვისაც' გამეგებებინა, რომ არ აქვს პერსპექტივა ამ თქვენს შემოთავაზებას ანუ აქვს პერსპექტივა, რომ წავიდეთ საგადასახადო შეთანხმებით, ოღონდ ეს უნდა იყოს საღ აზრთან ახლოს. ამას ვეუბნებოდი მანამდეც, შეხვედრისას, ჩაწერით და ჩაწერის გარეშე', - განაცხადა მინისტრმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები