მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი ქვეყნის ეკონომიკის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

59b7ccfbd59cf
თელარა გელანტია
12.09.17 16:01
1118
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა პროდუქტიულობის და დანაზოგების ზრდაა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ მიმართულია დანაზოგების და პროდუქტიულობის ზრდისკენ, მათ შორის განათლების რეფორმაც. მნიშვნელოვანია ახალი და სტრატეგიული ინვესტორების შემოყვანა, რაც რა თქმა უნდა, არის ცოდნის და ინოვაციების შემოტანა და პროდუქტიულობის ზრდა. ასევე ტექნოპარკები არის საფუძველი იმისა, რომ მეტი ინოვაცია დაიბადოს ამ ქვეყანაში, რომ საბოლოო ჯამში, მივიღოთ მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტი, რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ. მეორეს მხრივ, გამოწვევაადანაზოგების ზრდა. ჩვენ საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის. ყველა რეფორმა, მათ შორის მათ შორის საპენსიო, დეპოზიტების დაზღევევის და კაპიტალის ბაზრის განვითარების, ყველა ეს რფეორმა მიმართულია დანაზგების ზრდისკენ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები