მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: შეიძლება ზოგჯერ ზიგზაგებითაც მივდივართ, მაგრამ მივდივართ სწორი მიმართულებით

5bf939cfc6f13
BM.GE
24.11.18 15:23
651
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკის განვითარების სწორი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა ამ გზაზე, მთავრობის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი ზიგზაგისებურია. მაჭავარიანის თქმით, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მთავრობის სიფრთხილეა. 

"თუ ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა ვინმეს უნდა, შეიძლება კრიტიკა იმ ნაწილში, რომ ჩვენ ზოგჯერ ზედმეტად ვრთხილობთ, ზოგჯერ ისე სწრაფად ვერ ვმოქმედებთ და ვაყოვნებთ. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ზოგჯერ ზიგზაგებითაც მივდივართ, მაგრამ მივდივართ სწორი მიმართულებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. კრიტიკა და მოწოდება რომ უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ვიაროთ და არ გადავუხვიოთ, ეს არის ადეკვატური, მაგრამ იმის ყიჟინი, რომ გზა შევცვალოთ, საპირისპირო მიმართულებით ვიაროთ, ან თუნდაც 45%-ით გადავუხვიოთ ამ გზას, ეს ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს. ჩვენი კურსი არის სწორი, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, მსოფლიო ბანკიც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც,"- ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს ფინანსთა მინისტრი. 


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები