მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის კონტრაბანდაზე: ტყიდან, ღრიდან გადმოდიან...ამას ვუმკლავდებით

5cbf0cf790248
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.19 17:01
813
ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც მას ჰკითხეს სიგარეტის აქციზის გაძვირების შემდეგ კონტრაბანდის გაზრდილ მაჩვენებელზეც.

„განსაკუთრებული პრობლემა არის იდენტიფიცირებული კონფლისქტისპირა მოსაზღვრე რეგიონებში. საბაჟოებზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა, ტყიდან, ღრიდან გადმოდიან და აქედან გამომდინარე ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და სხვა სპეცსამსახურებთან, რომ ეს მიმართულებები მაქსიმუალურად გაკონტროლდეს. ბოლო თვეს შეინიშნება მემგონი გაუმჯობესება.

ვამბობთ ხოლმე, მეზობლებს რატომ ვადარებთო...ხშირად ხდება, რომ შენთან ახლოს მყოფი ქვეყანა თუ არ ახდენს გაძვირებას აქციზის, შენ რასაკვირველია, იქიდან ბუნებრივი ზეწოლა გაქვს. ამას ვუმკლავდებით. ვალდებულებაც გვაქვს აღებული, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ აქციზის გადასახადი. შარშან მოგვიწია უფრო სწრაფი ზრდა, რაზეც ბიზნესს ჰქონდა შეკითხვები. მე შევხვდი მათ და ვიზიარებ მათ მოსაზრებებს და ლეგიტიმური იყო ეს შეკითხვები. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ გვექნება ერთად შემუშავებული გეგმა და არცერთ ბიზნესს სიურპრიზი არ ექნება. თქვენ იცით, რომ ბიზნესს სიურპრიზი არ უყვარს. ვეცდებით, რომ ეს პრაქტიკა დავნერგოთ“,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები