მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი სსფ–ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

5cb086c28844e
BM.GE
12.04.19 16:37
806
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი ესწრებოდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მიმდინარეობა, ასევე, მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც აღინიშნა, სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესი.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, განათლების სისტემის ძირეული ცვლილები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, რისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები