მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

5b991dd42ce14
თამუნა დემეტრაშვილი
12.09.18 18:16
1810
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს და მის ოჯახს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფულადი სახსრები ძირითადად ამერიკულ დოლარში აქვს განთავსებული.
დოკუმენტის მიხედვით, მინისტრი და მისი ოჯახი, მიმდინარე და შემნახველ ანაბრებს 4 კომერციულ ბანკში ფლობენ -"თიბისი ბანკში“, "ვითიბი ბანკში", "საქართველოს ბანკსა" და HSBC-ში. ანგარიშებზე ოჯახს 420 ათას დოლარამდე და 73 ათას ევრომდე აქვს განთავსებული, ეროვნულ ვალუტაში კი მხოლოდ 7 ათასი. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მინისტრი ნაღდი ფულის სახით 21 ათას ლარს ფლობდა.

მინისტრი წილებს ფლობს 3 კომპანიაში, ესენია -შპს "ქალამანი-2017", შპს "ტელსონიკი“ და შპს "კაფე-გალერეა", რომელიც 2018 წლის სექტემბერშია რეგისტრირებული.

დეკლარაციის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის ოჯახმა იჯარიდან 11,734 დოლარისა და 36,994 ლარის შემოსავალი მიიღო. მაჭავარიანის საკუთრებაში ირიცხება მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონში, ასევე ორი ბინა თბილისში. ამასთან მინისტრის მეუღლის სახელზე ირიცხება 250 ათას ლარად შეფასებული სახლი და 160 ათას ლარად შეფასებული არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები