ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ “ქართულ ოცნებაში“ ისეთი ტიპის დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა.
ასე გამოეხმაურა მინისტრი ბოლო დროს გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას და აღნიშნა, რომ განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არსებობს და „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები შეჯერებული პოზიციებით მიიღება.
"ვფიქრობ, რომ ეს საუბრები არის ძალიან გაზვიადებული. შეიძლება სამწუხარო სტერეოტიპი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია, ან აზრთა სხვადასხვაობა ნიშნავდეს მკვეთრ დაპირისპირებას. გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ არის ასე. ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმაზე ვმუშაობთ. ბუნებრივია, არის აზრთა სხვადასხვაობა, ხდება მათი შეჯერება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, ისეთი ტიპის დაძაბულობასა და დაპირისპირება, როგორც ეს ზოგიერთმა საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, არ შეესაბამება რეალობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























