მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინანსთა მინისტრს უნდა ესმოდეს როგორ დგება ბაზარზე ფულის ფასი"

5acf5f242bdc7
თათია ჩაფიჩაძე
12.04.18 17:27
1187
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებეული ეკონომიკური მდგომარეობა ბანკების საპროცენტო განაკვეთების შემცირების საშუალებას არ აძლევს. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები რისკებს უფრო მეტად ზრდის, რაც შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების ზრდის წინაპირობა გახდეს.

„ფინანსთა მინისტრს უნდა ესმოდეს როგორ დგება ბაზარზე ფულის ფასი და უნდა ესმოდეს რატომ არის ის საპროცენტო განაკვეთები რაც არის. მე არ მგონია ეს იყოს ის მიმართულება რაზეც ბანკებია გასაკრიტიკებელი. სინამდვილეში ბანკების კრიტიკა შესაძლებელია მაგალითად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რომლის შემოღებას ეს მთავრობა აპირებს და სადაც მთავრობა და ბანკები არიან ალიანსში და ერთად აპირებენ მოსახლეობიდან ფულის ძალით ამოღებას. მაგრამ რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მაგას ადგენს ბაზარი, საპროცენტო განაკვეთები ამ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა მოდის ქვემოთ. უფრო სწრაფად ჩამოსვლა ფუნდამენტალურად შეუძლებელია იმიტომ, რომ ეკონომიკა არ იძლევა ამის საშუალებას.

რაც შეეხება გამოსავალს, რომელზეც ის საუბრობს, რომ ისინი დაიწყებენ რაღაცა სტარტაპების დაფინასებას, თუ საუბარია საბიუჯეტო ფულზე ეს იქნება მორიგი მავნებლობა, რომელიც ჩადგება იგივე რიგში რა რიგშიც დგას „აგროკრედიტი,“ "აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და მსგავსი პროექტები.

თუ რამე შეიძლება მოყვეს ამას, ამით შესაძლოა ეკონომიკური გარემო კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ნიშნავს რომ რისკები კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად პროცენტები კიდევ უფრო აიწევს“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში საბანკო სისტემაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სისტემაში არსებული საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები