დადებით ფაქტორთა შორის მთავრობა საპენსიო რეფორმის დაწყებასაც ასახელებს, სამინისტროს აზრით, საპენსიო სააგენტოში მოქალაქეთა სავალდებულო შენატანები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გააუმჯობესებს. თუმცა, სამინისტრო არ ასახალებს კონკრეტულად რა წილი შეიძლება ჰქონდეს მთლიან ზრდაში საპენსიო რეფორმას.
ნეგატიური ფაქტორები:
1) გეოპოლიტიკური რისკიმწვავედ ნარჩუნდება რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება და დესტაბილიზაციის რისკები, რაც ერთი მხირვ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ურთიერთობებს, საგარეო ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ მოქმედებს მოლოდინებზე. რეგიონში გაუარესებული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე დასავლეთი განაგრძობს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისათვის სანქციების დაწესებას. შემცირებული ეკონომიკური აქტივობა სავაჭრო პარტნიორებში, აგრეთვე რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება, აგრეთვე დესტაბილიზაციის მოლოდინების გამძაფრება უარყოფითად აისახება საგარეო მოთხოვნასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
2) ინფრასტრუქტურული პროექტების არასაკმარისი აქსელერაცია
2019 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც წინა 2 წლის ბიუჯეტებში ცენტრალურ როლს ინფტრასტრუქტურის დაჩქარების პროგრამა თამაშობს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მსხვილი ინფტრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც მრავალ არაკონტროლირებად ფაქტორებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დასრულება და გამოყოფილი თანხების ათვისება, უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ ეკონომიკურ ზრდაზე.
დადებითი ფაქტორები:
1) გლობალური ეკონომიკური აქტოვობის ზრდა და სავაჭრო არეალის გაფართოება
თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ეხმარება ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დონით დაუახლოვდეს სავაჭრო პარტნიორებს. საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიო სხვა მრავალ ყვეყანასთან. DCFTA-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მოსალოდნელზე სწრაფი რეალიზაცია გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას.
2) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა
საქართველოში მთლიანი შიდა ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილს უცხოური პირდაპირი ინვესტივიები წარმოადგენს. უცხოური ინვესტიციები ერთ მხრივ ზრდის პოტენციურ გამოშვებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს ეკონომიკისათვის. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნებისათვის უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზდრის პოტენციალის მნიშვნელივანი წყაროა. გასულ წელს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3 სტაბილურიდან დან Ba2 სტაბილურამდე, ხოლო Fitch-მა BB- სტაბილურიდან BBპოზიტიურამდე გააუმჯობესა. მნიშვნელოვანი პროგრესია აგრეთვე ქვეყნის საგარეო მოწყვლადობების შემცირების მიმართულებითაც. სწრაფად მცირდება დოლარიზაციის მაჩვენებელი, წარმატებით მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. ყოველივე ზემოთაღნიშნული დადებითად აისახება ინვესტორთა მიერ ეკონომიკის ნდობაზე, რაც ზრდის პირდაპირი უცხოური ინვესტივიების ზრდის ალბათობას.
3) დოლარიზაციის შემცირება
2017 წლიდან დაიწყო დე-დოლარიზაციის (ლარიზაციის) ღონისძიებების ამოქმედება, რის შედეგადაც ლარიზაციის მაჩვენებელი 10 პროცენტულ პუნქტზე მეტად არის გაზრდილი. გრძელდება ღონისძიებები ამ მიმართულებით. მაღალი დოლარიზაცია მიჩნეულია (ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშები) საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს სისუსტედ. ლარიზაციის ზრდა (დოლარიზაციის შემცირება) შეამცირებს შოკების გადმოცემას საგარეო სექტორიდან, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის მოქნილობასა და გააძლიერებს გადაცემის არხებს, რაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისა და ფასების მერყეობით გამოწვეული არაეფექტიანობის შემცირებისათვის.
4) საპენსიო რეფორმის შედეგად დანაზოგების უფრო მკვეთრი ზრდა
2018 წელს განხორციელდა საპენსიო სისტემის რეფორმა. არსებულ საბაზისო პენსიას დაემატა მეორე სვეტი და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. საპენსიო სისტემის მეორე სვეტის შემოღება გაზრდის ეკონომიკაში დანაზოგების დონეს, რაც ერთი მხრივ, შეამცირებს საგარეო მოწყვლადობის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის პოტენციურ მშპ-ს. საპენსიო სისტემის შედეგად დანაზოგების მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა დამატებით გამოიწვევს უფრო მაღალ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.
5) ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის გაუმჯობესება
2017 წლიდან ეკონომიკა სწრაფი აღმავლობით ხასიათდება. პოზიტიური ტენდენციებია გლობალური მასშტაბითაც. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს გაგრძელდა საგადასახადო რეფორმები. 500 ათასამდე წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესისათვის გამარტივდა საგადსახადო სისტემასთან ურთიერთობა. აღნიშნული საწარმოები იბეგრებიან ბრუნვის 1%-იანი გადასახადით. იგეგმება დღგ-ს ზედმეტობების ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება, ეს ყოველივე პოზიტიურად აისახება ბიზნესის ნდობაზე, რაც პოტენციურად გამოიწვევს ინვესტიციების წახალისებას და გაზრდის პოტენციურ გამოშვებას გრძელვადიან პერიოდში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთავრობის რისკების ანალიზს აკლია სახელმწიფო საწარმოების ოპერირებასთან დაკავშირებული რისკების მიმოხილვა.
“საყურადღებოა, რომ გარდა მაკროეკონომიკური შოკებისა, ფისკალური რისკის ყველაზე ხშირად რეალიზებადი და მნიშვნელოვანი წყაროა სახელმწიფოს საწარმოები, რამდენადაც მათი ვალდებულებები სახელმწიფოს პირობით ვალდებულებებს წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ვალდებულებების აღრიცხვა და მათი რისკიანობის შეფასება, მნიშვნელოვანია ფისკალური რისკების ეფექტიანი მართვისათვის. სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ მათი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების შემთხვევაში, სახელმწიფოს უწევს საწარმოების ვალდებულებების დაფარვა. მაგალითად, 2012-2017 წლებში საბიუჯეტო რესურსით დაიფარა სახელმწიფო საწარმოს შპს „მექანიზატორის“ 142 მლნ ლარის მოცულობის სასესხო და სალიზინგო ვალდებულებები,”- წერია ანგარიშში.