მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტს მოჭერილად იძლევა"

5bcee927ef7d4
ელენე გოგბერაშვილი
23.10.18 13:24
655
"წინა წლების მსგავსად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ბიუჯეტი, სავარაუდოდ,  წელსაც დააკლდება", - ამის შესახებ bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე აცხადებს.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი უკვე 713 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2018 წლის ბიუჯეტის თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმას უკვე 9 მილიონით აჭარბებს.

"როგორც ფინანსთა სამინისტრო, ისე ჯანდაცვის სამინისტრო, კარგი გაგებით, ინტერესთა კონფლიქტში არიან. ჯანდაცვას ყოველთვის მეტი უნდა, ბიუჯეტი ყოველთვის ნაკლებს აძლევს. წინა წლების გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, გადაჭარბება იყო იმ ბიუჯეტზე, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით ხოლმე, მაგრამ იმ ჩარჩოებში, რომელიც საწყისად იყო მოთხოვნილი და ფინანსთა სამინისტრომ, რაც თავისი სწორი ლოგიკით ჩამოაჭრა ხოლმე ბიუჯეტის დაგეგმვისას, შემდეგ ივსება იმ ლოგიკით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს თავიდან ჰქონდა ხოლმე წარდგენილი. რა თქმა უნდა, მოჭერილად იძლევა ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტრო და ეს სწორია, მაგრამ წინასწარი გათვლები, რაც სამინისტროს აქვს ხოლმე, წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ სწორია ხოლმე გარკვეული დამატებები, თუმცა ეს დემატებები მხოლოდ იმ ჩარჩოებში არის ხოლმე, რომელიც სამინისტროს წლის დასაწყისში აქვს", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

"სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება", - ასე პასუხობს დავით სერგეენკოს მრჩეველი კითხვაზე, წელსაც დააკლდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები