მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო მზადაა საბიუჯეტო ეფექტის სრულად კომპენსირების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის წინადადება განიხილოს

584ea7ae0f15a
ელენე გოგბერაშვილი
12.12.16 17:34
1608
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებელი დაახლოებით 30%-ით იზრდება. მხოლოდ ონლაინ ტოტალიზატორების შემთხვევაში მოსაკრებელის 5%-დან 10%-მდე ზრდაა დაგეგმილი. სათამაშო ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მოსაკრებლის ზრდის სანაცვლოდ ლიცენზირების შემოღების წინადადებას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ მოსაკრებლის განაკვეთების ზრდა მათი ბიზნესის კვდომას გამოიწვევს და მომხმარებლები საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე გადაინაცვლებენ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესკონტრატს" განუცხადა, ისე, რომ საბიუჯეტო ეფექტი სრულად იყოს კომპენსირებული სხვა განაკვეთებიდან, აპირებენ შეთავაზებული ალტერნატიული ნებისმიერი წინადადების განხილვას.

"ალტერნატიული ვარიანტი ჯერ არ გვაქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც მივიღებთ ალტერნატიულ ვარიანტს, შევაფასებთ და ალბათ შემდგომ მოსმენაზე წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას", - განმარტავს ლაშა ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები