მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო უნგრეთთან ფისკალური, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი
11.06.25 22:11
1764

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს უნგრელ კოლეგებთან, როგორც ფისკალური, ისე საგადასახადო მიმართულებით", - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა უნგრელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში შედგა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხუციშვილმა თქვა, რომ უნგრულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ვალის მართვის სტრატეგია, ფისკალური და მაკროეკონომიკური პოლიტიკა, საბაჟო და საგადასახადო საკითხები.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უნგრელ კოლეგებთან, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებითაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კუთხით პარტნიორობა მომავალშც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები