ფინანსთა სამინისტრო: Vali.ge-ზე 609,542 მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული
თელარა გელანტია
15.01.19 20:09
• 1272
2019 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საიტზე vali.ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58,241 სესხი:
1. შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია" (სესხის გამცემი: crediton.ge)
„ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609, 542 მსესხებლის, 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.
ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ვებგვერდზე www.vali.ge, აღნიშნული ორგანიზაციებია:
1. შპს „მისო ბერმელი“
2. შპს „ემას კრედიტი“
შეგახსენებთ, რომ 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღია იყო ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებდა უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შეერთებოდა სასესხო ვალდებულებების პატიების ამ ერთჯერად პროგრამას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.