მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსი ბიზნეს ასოციაციებთან განიხილა

58beca6759ab2
BM.GE
07.03.17 18:56
1212
ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოები, აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტების საკითხები განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბანკების ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან ფინანსთა სამინისტროში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლევან წითელაშვილმა ასოციაციის წევრებისგან მოისმინეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები