მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57c6aa2f0dca5
BM.GE
31.08.16 13:39
1324
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.450 პროცენტით, მაქსიმალური 9.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.612 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები