მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57cfdef0b1d76
BM.GE
07.09.16 13:30
1342
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.871 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები