მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57fe01f2c984c
BM.GE
12.10.16 13:22
1174
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 26 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.510 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.560 პროცენტით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები