მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5732f94392db2
BM.GE
11.05.16 13:17
1230
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2- წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330 პროცენტით, მაქსიმალური 10.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.791 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 13.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები