მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

578f47e9bdd83
BM.GE
20.07.16 13:39
1436
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.390 პროცენტით, მაქსიმალური 8.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.669 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები