მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57174e214cae9
BM.GE
20.04.16 13:38
1244
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,050 პროცენტით, მაქსიმალური 9,550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9,325 პროცენტით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები