ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 91 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,550 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,598 პროცენტით განისაზღვრა.

























