მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 45 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57aafa941567e
BM.GE
10.08.16 13:56
1131
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,560 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,613 პროცენტით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები