ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.810 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.739 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
დღესვე აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.120 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.167 პროცენტით განისაზღვრა.

























